13 აპრილი 2017, 13:00
შსს-მ უკანონო ნარკოტიკები გაანადგურა
სამართალი
უკანონო ნარკოტიკების განადგურება
გაზიარება
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. შესაბამის ინფორმაციას და ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განადგურებულია ჰეროინი, სუბუტექსი, კანაფი, მარიხუანა, მეტადონი, მორფინი, კოკაინი, ასევე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.





