25 ნოემბერი 2026, 08:29
გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა
რეგიონი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
გუდამაყრის ხეობაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თავდაპირველად ასფალტის ორფენიანი საფარით 5 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოეწყო, ხოლო მეორე ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარი 3 კილომეტრზე მეტი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზაზე დაიგო.
ასევე, გაკეთდა მილ-ხიდები და გადასასვლელები. საგზაო ინფრასტრუქტურის ორივე ეტაპზე შესრულებული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.





