14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს
რეგიონი

ფოტო: იმედი/კადრი
14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.





