imedi
გიორგი შარაბიძე: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადაცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა
რეგიონი

გიორგი შარაბიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს.
როგორც გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადასცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა.
„ახლა ვაგროვებთ 17:00 საათის მონაცემებს და ამის შემდეგ უფრო დაზუსტებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ აქტივობაზე, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, იმ ტიპის არჩევნებისთვის, რომელიც არის ზოგადად საკრებულოს შუალედური არჩევნები, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობა“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.





