30 აგვისტო 2026, 18:00
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
რეგიონი

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
გაზიარება
„ყაზბეგობა 2026“-ის ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
სადღესასწაულო პროგრამა გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება.




