ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა
რეგიონი

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა. მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მთავრობის წევრებთან, საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
ვახტანგ ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, შუამთობის სახალხო დღესასწაული მიულოცა და ტრადიციების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
შუამთობის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლებმა, მოწვეულმა შემსრულებლებმა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გასართობი და საბავშვო აქტივობები, კვების სივრცეები, ფოტოზონები, სპეციალური ინსტალაციები.





