07 ივლისი 2026, 08:25
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ხიდისთავში გზის მონაკვეთი სრულად განახლდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სატრანსპორტო და ქვეითთა სავალი სივრცეები.





