19 ივნისი 2026, 09:22
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება
რეგიონი

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოსული 70 ქართველი ემიგრანტი, უკვე რუსთავშია.
ფესტივალი 20 ივნისს, „ქართული ხმების" კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.





