29 მაისი 2026, 11:45
ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა
რეგიონი

ფოტო: ფოთის მერია
გაზიარება
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
საბა მალანია 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში 200, 500 და 1000-მეტრიან დისტანციებზე ოქროს მედლების მფლობელი გახდა, ხოლო სანდრო ჭოჭუამ 18-წლამდელთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„ვულოცავთ საბასა და სანდროს, ასევე მათ მწვრთნელებს - ზურაბ მალანიასა და მურმან მალანიას - მიღწეულ წარმატებას. გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე“ -განაცხადა ფოთის მერმა.





