27 მაისი 2026, 14:33
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ოქროს მედალოსანი მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა
რეგიონი

ფოტო: ფოთის მერია
გაზიარება
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისა და კოლეჯ „ფაზისის“ წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
2024-2025 სასწავლო წლის 41 საუკეთესო კურსდამთავრებულს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.
წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ დააჯილდოვეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.





