30 აპრილი 2026, 15:58
სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
რეგიონი

ფოტო: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
გაზიარება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად მოერგება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერის პირობების თანახმად, პროექტის ფარგლებში, უნდა მომზადდეს საჯარო სკოლის განახლების გეგმა, რაც მოიცავს შენობის რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში - გამაგრებას.





