29 აპრილი 2026, 08:27
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
რეგიონი

ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები თეორიულ და პრაქტიკულ კურსს 6 თვის განმავლობაში გაივლიან.
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.





