14 მარტი 2026, 12:17
ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს
რეგიონი

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
გაზიარება
ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობაზე ჭადრაკის ტურნირი, ახალციხეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფედერაციას, ბოლო წლების განმავლობაში, გაწეული წარმატებული საქმიანობისათვის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისგან საჩუქრად „საჭადრაკო რობოტი“ გადაეცა.





