მდინარე მაგანაზე ვანტური ხიდის ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობა იწყება
რეგიონი

ფოტო: წალენჯიხის მერია
ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის რეაბილიტაციისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ჩამოყალიბების პროექტზე მუშაობს.
80 მეტრის სიგრძის ისტორიული საფეხმავლო ხიდი 1931-1932 წლებშია აგებული და ამჟამად დაზიანებულია. ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ილია ინჯიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენგური ატრაქციის“ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის მდგომარეობას გაეცნო.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.





