ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია გრძელდება
რეგიონი

ფოტო: ბორჯომის მერია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის განახლება იგეგმება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
თორის ქუჩა N 38, N 40, N42-ში და N44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი სამუშაოები:
- სრულად შეიცვლება შენობების სახურავები;
- ძველი ხის კარ-ფანჯრები ახალი, ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით ჩანაცვლდება;
- განახლდება და მოეწყობა აივნების ახალი მოაჯირები;
- კორპუსების ფასადებს დეკორატიული ელემენტები შეემატება.
საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება და მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის განახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





