კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანსა და სოფელ აწყურში საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს
რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სკოლების მშენებლობას ახორციელებს.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ადგილზე გაეცნო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა - 200 მოსწავლეზე.
პროექტის მიხედვით, სკოლებში სრულად აღიჭურვება საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზები და მოეწყობა ეზოები.
(1).jpg)





