ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ხულოში, ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა
რეგიონი

ფოტო: ხულოს მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ხულოში, ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა.
ტურნირი ფიდეს წესების მიხედვით, 7 ტურად ჩატარდა, შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 94 სპორტსმენმა, რომელთა შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში.
მუნიციპალური პირველობის მიზანს წარმოადგენს, ხულოს მუნიციპალიტეტში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება.
ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა, მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს სპორტის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.
გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო.





