26 დეკემბერი 2025, 18:23
ბათუმის მასშტაბით უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი გრძელდება
რეგიონი

ფოტო: „ბათუმის წყალი“
გაზიარება
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, ქალაქის მასშტაბით, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი გრძელდება, - აღნიშნულია კომპანიის „ბათუმის წყალი“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ სანაპირო ზოლზე, იმ ობიექტებისა და ბუნგალოს ტიპის კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელეს, რომლებიც წლების განმავლობაში ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.
პროცესი ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.





