23 დეკემბერი 2025, 23:55
ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
რეგიონი

ფოტო: ლანჩხუთის მერია
გაზიარება
ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
ინფორმაციას ლანჩხუთი მერია ავრცელებს.





