ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელის დღე აღნიშნა - ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა
რეგიონი

ფოტო: ქუთაისის მერია
ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გამორჩეული საჯარო მოხელეები, ასევე, სახელმწიფო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეები.
მოეწყო ქუთაისის თვითმმართველობის 150 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ ღონისძიებას ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, საჯარო უწყებების, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.





