გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის, ღირსი საბა განწმენდილისა და დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხატები მიაბრძანეს
რეგიონი

ფოტო: ხონის მუნიციპალიტეტი
გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის, ღირსი საბა განწმენდილისა და დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხატები მიაბრძანეს.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე.
მსვლელობა ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდა, რომელიც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ აღავლინა.
ამასთან, მრევლთან ერთად, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა, მონაზვნებმა და მრევლმა.





