19 დეკემბერი 2025, 09:08
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სპორტსკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ერთად, სპორტსკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა 300 მაყურებლისთვის გათვალისწინებული დარბაზი და სპორტული ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, დაგეგმილია გამწვანების ზოლისა და პარკინგის მოწყობა.





