06 დეკემბერი 2025, 13:42
ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების გატანა განხორციელდა
რეგიონი

ფოტო: ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექცია
გაზიარება
ბათუმის მასშტაბით უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი გრძელდება.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო ჯიხურები გვიან ღამით ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან გაიტანა.
ჯიხურები ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდა.
პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს.





