05 დეკემბერი 2025, 09:57
კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონი

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
გაზიარება
კახეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაახლოებით 22 000 ჰექტარ ფართობზეა დაგეგმილი.
აღნიშნული ინიციატივა, ცივ გომბორის ქედზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცული ტერიტორიების ქსელს.





