„გასტრო ბათუმი“ - საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი მესამედ იმართება
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„გასტრო ბათუმი“- საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი მესამედ იმართება და ცნობილ ქართველ შეფებთან ერთად, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები მონაწილეობენ საფრანგეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან.
ისინი ჩაატარებენ მასტერკლასებს, მოამზადებენ კერძებს აჭარული სამზარეულოს ინსპირაციით და იმსჯელებენ შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე.
„გასტრო ბათუმი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება და მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სარესტორნო ქსელებში აჭარული კერძების დანერგვაა.





