ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
რეგიონი

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზემო თხილვანაში ადმინისტრაციული შენობისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა რომელშიც განთავსდება სპორტდარბაზი და ადმინისტრაციული ოთახები. პროექტი გარდამავალია, მიმდინარე წელს დაიწყო და 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
ხულოს მერიის ინფორმაციით, სოფელ შურმულში ახალგაზრდული ცენტრი აშენდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, რომელშიც მოეწყობა სივრცე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად, ასევე მოეწყობა სამუშაო სივრცე, განთავსდება სამუშაო ოთახები. ამ ეტაპზე შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ რაქვთაში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა, სადაც სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის დარბაზი და სამუშაო ოთახები განთავსდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და საკრებულოს წევრი იური აბულაძე გაეცნენ.





