ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა
რეგიონი

ფოტო: იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია
ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა, - ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.
„პროექტის ღირებულება 2 601 000 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





