გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა
რეგიონი

ფოტო: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი დაათვალიერა. ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა გარე სპორტული მოედანი.
კოლეჯში „ჰორიზონტში“, სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის გაზრდას და ახალგაზრდების უკეთ ინფორმირებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც მათ სახელმწიფო პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმების თვალსაზრისით სთავაზობს.





