ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა
რეგიონი

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მუდმივი განვითარების საჭიროება და წარმატება 21-ე საუკუნეში, მენეჯმენტის ფსიქოლოგია და კომუნიკაცია ორგანიზაციაში - ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეულმა ტრენერებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ზურაბ მხეიძემ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ პირებს ესაუბრნენ. ლექციების მიზანი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.
წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“ და საბაზისო კურსი სომელიეებისთვის. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1 000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.





