GITA- ს ინიციატივით, ბათუმში Startup Investment Forum - Batumi გაიმართა
რეგიონი

ფოტო: GITA
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივითა და და აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორები ქსელის ორგანიზებით, ბათუმში Startup Investment Forum - Batumi გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის/M4EG“, ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში ბათუმის მერიის და USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა.
შეხვედრა მოიცავდა ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სტარტაპებმა საკუთარი გამოცდილება დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, მედიალაბის გუნდმა ადგილობრივ მეწარმეებსა და ტექნოპარკის ბენეფიციარებს ჩაუტარა ვორქშოფი თემაზე: “სტარტაპი საწყის ეტაპზე: ტესტირება, მასშტაბირება და Bootstrapping-ი გადარჩენისთვის”
პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები: Socar Georgia, Medialab, GEC Consulting, KUDOS Georgia, Kettari Foundation, KLAB.





