05 სექტემბერი 2022, 09:08
წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია
რეგიონი

ფოტო: Imedi.ge
გაზიარება
წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებს ცეცხის ჩაქრობასა და კერების დამუშავებაში დაახლოებით 10 საათი დასჭირდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
წავკისში ხანძარი გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის, ტყეში შენიშნეს. ცეცხლი მალევე გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე. ცეცხლის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი მონაწილეობდა. ძლიერმა ქარმა ცეცხლის ქრობის პროცესი გაართულა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, რომ ხანძრის კერები დასახლებულ პუნქტამდე არ გადასულიყო.





