ბორჯომში ტყის ხანძარს მაშველები მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან
რეგიონი

ფოტო: თამარ შარიქაძე
ბორჯომში ხანძარს მეხუთე დღეა მაშველები უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან. მდგომარეობას, რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.
ხანძრის ქრობის ოპერაციის ზონა, სამ სექტორად არის დაყოფილი, სადაც ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. 1200-მდე მეხანძრე თავდაცვის ძალებთან ერთად, 24-საათიან სამუშაო პროცესშია ჩართული. ცოცხალი ძალის გარდა ქრობის პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
ხანძრის კერებამდე მისასვლელი გზები ტრაქტორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მუშაობს, თუმცა დღის განმავლობაში მათ პერიოდულად ხელს ქარი და მაღალი დაკვამლიანება უშლიდათ. ხანძრის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხდება.





