ნათია სონღულაშვილი
ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
რეგიონი

ფოტო: ნათია სონღულაშვილი
ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ტყის მასივში რამდენიმე ხანძრის კერა და ძლიერი გაკვამლიანება შეინიშნება. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფი. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ.
ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ლოკალიზაციის სამუშაოებში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.




