02 დეკემბერი 2021, 18:08
ადიგენის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატა
რეგიონი

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გაზიარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სკოლაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ეზო, სადაც სპორტული მოედანია განთავსებული.
შენობა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.




