ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა
რეგიონი

ფოტო: Facebook
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან, ორი ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გავიდა კონტაქტზე. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს მათი ნანგრევებიდან გამოყვანის სამუშაო. ამასთან, ინტენსიურად გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების ძებნა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.





