08 ოქტომბერი 2021, 13:08
ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაშავებულ ერთ არასრულწლოვანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება
რეგიონი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ბათუმის ცენტრალურ ჰოსპიტალში უტარდება შესაბამისი კვლევები. კლინიკის დირექტორის განცხადებით, არასრულწლოვანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ბათუმის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, კორპუსის ნგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი არასრულწლოვანია შეყვანილი. ბოლო ინფორმაციით, შემთხევისას, ორი არასრულწლოვანია დაშავებული.





