ღამის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველებმა ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს
რეგიონი

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / არქივი
ღამის განმავლობაში, 2 ახალი კერა გაჩნდა გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. ორივე ხანძარი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძრის ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში. დობარაზენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ, შეიძლება, გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“ - აღნიშნულია განცხადებაში.





