24 დეკემბერი 2020, 12:09
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადასცა
რეგიონი

ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
გაზიარება
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ 21 ბეჯეფიციარს საახალწლო ნობათები დაურიგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს ნობათები ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გვიდიანმა პირადად გადასცა. საახალწლო ნობათებისთვის მერიამ 1 060 ლარი გამოყო.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.





