„ევროპის უნივერსიტეტში“ IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა
რეგიონი

ფოტო: ევროპის უნივერსიტეტი
„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტთა მსოფლიო ორგანიზაციის - IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს მონაწილე ქვეყნებიდან (იტალია, მოლდოვა, სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პერუ) ერთ-ერთში სტუდენტის მიერ 2021-2022 წელს ერთთვიან (28 დღე) კლინიკური პრაქტიკის გავლას.
კონკურსის შედეგად „ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 6 სტუდენტი შეირჩა: ალიკია ჩიპურუპალი - იტალია, საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხი - უნგრეთი, რიიტ აგარუალი - რუმინეთი, უპალ რავიშა - პერუ, ჯოჯი ჯინსი მარია - სერბეთი და რიშუ - მოლდოვა. პროექტის თანახმად, საქართველოდან მივლინებულ "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს, საქართველოში კი სტუდენტები ამ ქვეყნებიდან ჩამოვლენ.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტი“ იღებს ვალდებულებას კლინიკური პრაქტიკა დაუგეგმოს მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელ 6 სტუდენტს. უნივერსიტეტი დაფარავს პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების კლინიკური პრაქტიკის და ასევე საცხოვრებელ ხარჯებს, რის საფუძველზეც "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მასპინძელ ქვეყანაში კლინიკური პრაქტიკის საფასურის და საცხოვრებელი ხარჯისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





