თეონა კვარაცხელია
17:00 საათის მონაცემებით ზუგდიდში 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.64%-ია
რეგიონი

მირანდა მესხი
ფოტო: თეონა კვარაცხელია
17:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.64%-ს შეადგენს, რაც პირველ ტურთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, რაოდენობრივად 27 220 ამომრჩეველია.
მირანდა მესხის ცნობით, ამ დროისთვის მეორე საჩივარი დაიწერა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ, რომელიც ეხებოდა პროცედურულ დარღვევას.
„რეგისტრატორს როცა გამორჩება ამომრჩევლის ხელმოწერა წერს ახსნა განმარტებას რაზეც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოითხოვა მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობა და ამასთან დაკავშირებით დაწერა საჩივარი“, - აღნიშნა მირანდა მესხმა.
ამ დროისთვის, საოლქო კომისიაში ორი საჩივარია შესული. მირანდა მესხის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო 8 საათზე ერთდროულად დაიხურება ყველა საარჩევნო უბანი და დაიწყება ხმების დათვლა.
დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლისშემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.





