დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეპარულ პირთან წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის კაცი დაშავდა
რეგიონი

ფოტო: შსს/არქივი
ბათუმში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეპარულ პირთან წინააღმდეგობის გაწევისას 51 წლის კაცი დაშავდა.
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიმშიაშვილების საცხოვრებელში გამთენიისას უცნობი პირი სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეიპარა. Როგორც ხიმშიაშვილები ამბობენ, ის იმ ოთახში გადაძვრა, სადაც მეპატრონეს არასრულწლოვანთან ერთად ეძინა. Მეპატრონემ 51 წლის ბადრი ხიმშიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა. უცნობია, სახლიდან არის თუ არა გატანილი თანხა, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, მას სახის ძვლების მოტეხილობა აქვს, თავის ტვინი კი დაზიანებული არ არის, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.
Შინაგან საქმეთა სამინისტრიში ფაქტს ადასტურებენ, უწყების ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.





