06 ოქტომბერი 2020, 12:18
კახაბერ კუპატაძე
თელავის ცენტრში ავარია მოხდა
რეგიონი

ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გაზიარება
თელავის ცენტრალურ მოედანზე ავარია მოხდა. „მერსედერსის” მარკის ავტომობილი გზაზე არსებულ ბეტონის გაზონს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევას მსვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში დედა- შვილი იყო, ისინი პროფილაქტიკის მიზნით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და საწრაფო დახმარების ბრიგადები. დაწყებულია გამოძიება.





