26 სექტემბერი 2020, 21:25
თეონა კვარაცხელია
ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს ესტუმრა
რეგიონი

ფოტო: თეონა კვარაცხელია
გაზიარება
ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს, ნათელა გოგიას ესტუმრა.
105 წლის ქალი ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ფოცხოში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი, სამი შვილიშვილი, ხუთი შვილთაშვილი და ხუთი შვილთაშვილის შვილი.





