გივი კუჭავა
კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ოცამდე პირმა დატოვა
რეგიონი

ფოტო: გივი კუჭავა
კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები ყოველდღე მცირდება. დმანისისა და დაბა კაზრეთის შემდეგ, დღეს წალკაში კიდევ ოცამდე პირმა დატოვა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები. ყველა მათგანისთვის, მიუღებელია მისი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის რიგებში ხილვა.
კახა ოქრიაშვილის ყოფილი მხარდამჭერების თქმით, მათ სურთ ქვეყნის განვითარება და წინსვლა, რაც მათი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წარმოუდგენელია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ არ სურთ წარსულში დაბრუნება და სწორედ ამიტომ, წალკის მცხოვრებლები მხარს კახა ოქრიაშვილის ნაცვლად ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს დაუჭერენ.





