კახაბერ კუპატაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ დადასტურებული შემთხვევის 7 კონტაქტი მოიძიეს
რეგიონი

ნელი ხიზანიშვილი
ფოტო: კახა კუპატაძე
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია და მათი რიცხვი 7-ს არ აღემატება“, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებული ქალის ყველა კონტაქტი მოძიებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.
„50 წალმდე ქალთან შემხებლობაში იმყოფებოდა 7 პირი, მათგან ახლო კონტაქტში იყო მეუღლე, რომლის ანალიზის პასუხიც ვირუსზე უარყოფითია. დანარჩენის პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქალის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ისევ უცნობია“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა არ არის გამორიცხული, გაფართოვდეს იმ პირთა სია, ვისაც სავალდებულო უფასო ტესტირება ჩაუტარდება.
გურჯაანში კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.