კახაბერ კუპატაძე
ქვემო და ზემო ხალაწანის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონი

ფოტო: კახაბერ კუპატაძე
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვემო და ზემო ხალაწანის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, სოფელ ზემო ხალაწანში ჩავიდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ადგილზე გაეცნო.
„აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სიკეთეა, რადგან წლების განმავლობაში, მოუწესრიგებელი გზა პრობლემებს ქმნიდა“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
ორივე სოფლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.





