21 აგვისტო 2020, 11:14
ხათუნა მაისურაძე
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
რეგიონი

მდინარე ლასკადურა
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
სტიქიაა ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურამ ხიდი და რამდენიმე შიდა სასოფლო გზა წაიღო. ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები.
მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში, ამის საშიშროება არსებობს.





