შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
რეგიონი

ფოტო: IMEDI
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ვაზიანის, ქსოვრისის და ძალისის მოსახლეობას შეხვდა.
კერესელიძემ ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში განახორციელებს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში. ოქტომბრის ბოლომდე შალვა კერესელიძე თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის და მცხეთის ყველა სოფელში მისვლას და მოსახლეობისგან პრობლემების პირადად მოსმენას გეგმავს.
„მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი, ისინი დიდი მოლოდინით უყურებენ და სჯერათ ჩვენი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები სწრაფად გადაწყდება და მოგვარდება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.





