გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარამდე გამოიყო
რეგიონი

გოჩა ენუქიძე
ფოტო: ქართული ოცნება
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.
დეპუტატის ინფორმაციით, იმის გამო, რომ სტიქიას საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მომავალი წლის გაზაფხულამდე გასტანს.
ამ ეტაპზე ვითარება რეგიონში სტაბილურია და გარესამყაროს მოწყვეტილ ყველა სოფელთან მისასვლელი გზების ნაწილი აღდგენილია, მოწყობილია დროებითი გზებიც, ხოლო ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება ყველა სოფელში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.





