გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან
რეგიონი

ფოტო: Facebook
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან და ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც.
დეპუტატის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს.
„დღეს დილიდან ინტენსიურად ვეცნობით მიმდინარე სამუშაოებს და ვხვდებით სპეციალისტებს, როგორც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ისე ჰიდროლოგებს და ველოდებით გეოლოგებსაც. სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში ვართ ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს''.- გოჩა ენუქიძე





